კატისებრთა ოჯახი (Felidae)

800px-the_felidae

Felidae არის კატების ოჯახი; ოჯახის წევრებს ეწოდებათ ფელიდები_ კატები (felid). ოჯახის ყველაზე ცნობილი ჯგუფია შინაური კატები. ისინი ადამიანთან ერთად არსებობენ დაახლოებით 10 000 წელი. გარდა ამ ჯგუფისა, ოჯახი მოიცავს ველურ კატებს, მათ შორის დიდ კატებსაც.

არსებული სახეობები მიეკუთვნებიან 2 ქვეოჯახს:
Pantherinaeვეფხვი (Panthera tigris),
ლომი (Panthera leo),
იაგუარი (Panthera onca),
ლეოპარდი (Panthera pardus);

და Felinae _ ავაზა (გეპარდი,Cheetah, Acinonyx jubatus),
პუმა (Cougar, Puma concolor),
ფოცხვერი(Lynx lynx),
ოცელოტი (Leopardus pardalis),
შინაური კატები (domestic cat).

პირველი კატები გამოჩნდნენ ოლიგოცენში (33.9მლნ. _ 23მლნ), 25 მილიონი წლის წინ. პრეისტორიულ დროში გამოიყოფოა მესამე ქვეოჯახი:  Machairodontinae, რომელიც მოიცავდა ხმალკბილა კატებს. მაგ: პოპულარულ სმილოდონს (Smilodon). დანარჩენი კატების მსგავსი ძუძუმწოვრები, მიუხედავად მათთან მსგავსებია, არ შედიან კატისებრთა ოხაჯში. მაგ: ჩანთოსანი ხმალკბილა Thylacosmilus და Nimravidae.

Smilodon

(Smildon)

კატების არიან უსასტიკესი მტაცებლები ხმელეთის 13 მტაცებელ ოჯახს შორის.

ევოლუცია

დღესდღეობით ცნობილია კატების 41 სახეობა, რომლებიც წარმოიშვნენ ერთი წინაპრისაგან. კატები წარმოიშვნენ აზიაში და გავრცელდნენ კონტინენტებზე „ხმელეთის ხიდების“ საშუალები. მიტოქონდრიული და ბირთვული დნმ_ის კვლევებმა აჩვენა, რომ ძველი კატები განვითარდნენ 8 ძირითად გვარად. უძველესია გვარია: Panthera, ხოლო ახალგაზრდა კი: Felis. კატების 60% განვითარდა ბოლო მილიონი წლის განმავლობაში.

ვარაუდობენ, რომ კატების უახლოესი ნათესავები არიან აზიური ლინსანგები (Asiatic linsangs _ Prionodon). ვივერისებრთა, აფთრისებთა, მანგუსტისებრთა ოჯახთან და მადაგასკარის მტაცებლებთან ერთად ისინი ქმნიან ქვერიგ ფალიფორმიას (Faliformia, კატის მსგავსი მტაცებლები).

კატისებრთა ოჯახის მრავალი სახეობა ატარებს გენეტიკურ ანომალიას, რომელის გამოც ისინი ვერ აღიქვამენ ტკბილს.

კატების უმეტესობას აქვს ქრომოსომების 18 ან 19 ჰაპლოიდური წყვილი. ახალი სამყაროს კატებს კი ქრომოსომათა 18 ჰაპლოიდური წყვილი (შესაძლოა ორმა პატარა ქრომოსომამ შეერთების გზით ერთი დიდი ქრომოსომა მოგვცა). ამ აღოჩენამდე მეცნიერებს უჭირდათ განმარხებული კატების ოჯახური ხის აგება, რადგან ისინი გარეგნულად ძიერ გვანან ერთმანეთს, განასხვავებთ ძირითადად ზომა.

მახასიათებლები

კატები არიან ობლიგატური მტაცებლები, საჭიროებენ ხორცს გადარჩენისთვის. ველური კატები, გარდა ლომისა ძირითადად მარტო ცხოვრობენ. ასევე ერთად ცხოვრობენ გაველურებული შინაური კატები (Feral cat) და ქმნიან კოლონიებს. ავაზები ასევე ცხოვრობენ და ნადირობენ ჯგუფებად. კატები  ძირითადად არიან ღამეული ცხოველები, ცხოვრობენ შედარებით მიუვალ ჰაბიტატებში. კატების დაახლოებით სამი მეოთხედი ცხოვრობს ტყიან ადგილებში და ისინი ძირითადად მარჯვე მცოცავები არიან. თუმცაღა, კატების პოვნა თითქმის ნებისმიერ გარემოში შეიძლება, მათ შორის მთიან ადგილებში და უდაბნოებშიც კი.

ველური კატები გავრცელებულნი არიან ყველა კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა და ანტარქტიკისა.

გარეგნობა

კატებს როგორც წესი აქვთ მოქნილი და დამყოლი სხეული. სახეობების უმეტესობაში კუდი სხეულის მესამედიდან ნახევრამდეა, თუმცა არსებობს რამოდენიმე გამონაკლისი (მაგ: bobcat და margay). კიდურები დიგიტიგრადულია (Digitigrade, სიარულის სპეციფიკური სტილი) რბილი ფეხის თითების ბალიშებითა და პორტატული ბრჭყალებით. სხვა ძუძმწოვრებისაგან განსხვავებით, კატებს აქვთ ფრიად გუმბათოვანი თავი და პატარა დრუნჩი. თავის ქალას გააჩნია განიერი ზიგომატური თაღი (Zygomatic arch, თავის ქალის შემადგენელი ძვალი) და მსხვილი საგიტალური თხემი (Sagittal crest). ორივე მნიშვნელოვანია ყბების ძლიერი მუსკულატუურისთვის, რაც გატებს გააჩნიათ.

კატების სხვადასხვა სახეობები ზომაში საკმაოდ დიდები არიან. ყველაზე პატარა კატა არის black-footed cat , რომლის სიგრძეა 32-40 სმ; ხოლო ყველაზე დიდი კი ვეფხვი, რომელიც აღწევს 350სმ_ს სიგრძეში და 300 კილოგრამს.

ბეწვი სხვადასხვანაირია. მაგ: თოვლის ლეოპარდის (ირბისი, snow leopard, Panthera uncia ან Uncia uncia) შემთხვევაში ბეწვი ხშირია. კატების ფერებიც ძალიან ვარიაბელურია, თუმცა ყავისფერ-ოქროსფერია გავრცელებული მრავალ სახეობაში. ერთმანეთისგან გამოირჩევიან სხვადასხვანაირი წერტილოვანი ლაქებით, ზოლებითა და როზეტებით. ერთი ფერის შეფერილობა აქვთ: ლომს, პუმას, კარაკალს,jaguarundi_ს. მრავალ სახეობაში არსებოს მელანიზმი, რის შედეგადაც ზოგიერთ ინდივიდებს შავი „სამოსი“ გააჩნიათ.

კატების ენა დაფარულია რქიანი, კოჟრიანი პატარა გამონაზარდებით, რომლებიც მსხვერპლისგან ხორცს ფხეკს და ეხმარება მათ გრუმინგში (სხეულის დასუფთავება).

სისტემატიკა

Kingdom (სამეფო): ___ Animalia (ცხოველები)
Phylum: (ტიპი) _____  Chordata (ქორდიანები)
Class: (კლასი) ______  Mammalia (ძუძუმწოვრები)
Order: (რიგი) ______   Carnivora (მტაცებლები)
Suborder: (ქვერიგი) __ Feliformia (კატის მსგავსი მტაცებლები: კატისებრნი, აფთრისებრნი, მანგუსტისებრნი)
Family: (ოჯახი) _____ Felidae (კატისებრთა)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s