სიცოცხლის აგურები – რთული ორგანული ნივთიერებები – აღმოჩენილია სხვა პლანეტარულ სისტემებში

707154main_astrobiology_0

მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს თავიანთი ვარაუდი, რომ რთული ორგანული ნივთიერებები არსებობს პროტოპლანეტარულ დისკის (პროტოპლანეტური) შემადგენლობაში. ეს დისკი დასაბამს აძლევს პლანეტას. ე.ი. ზოგიერთი პლანეტ ფორმირდება უკვე მათში არსებულ ორგანული ნივთიერებებთან ერთად. ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით უამრავი მეცნიერული თუ არამეცნიერული შეხედულება არსებოს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ჩემი აზრით სარწმუნო თეორია ამბობს, რომ სიცოცხლის წარმოშობას წინ უძღოდა ფიზიკურ და ქიმიურ პროცესთა ერთობლიობა, რომელთაც დედამიწის პირვანდელ  ოკეანეში წარმოქმნეს ორგანული ნივთიერებები (ცხიმოვანი მჟავები, ამინომჟავები, ნუკლეოტიდები; იხილეთ სტენლი მილერის ექსპერიმენტი). ეს აღმოჩენა კი სიცოცხლის არსებობის ალბათობას ზრდის სხვა პლანეტებზე.

MWC 480 ვარსკვლავს იკვლევდნენ ALMA_ს დახმარებით. კვლევების შედეგებიNature_ში გამოქვეყნდა. ვარსკვლავი გარშემოტყმულია დისკით, რომლისგანაც პლანეტები დაიბადებიან. დისკის გარეთა შრეებში ALMA_მ აღმოაჩინა სხვადასხვა ნივთიერებების სპექტრული ხელწერა. ეს ნივთიერებებია: მეთილ ციანიდი (CH3CN), ციანოაცეტალინი (HC3N), წყალბადციანიდი (HCN). ის რეგიონი, სადაც აღმოჩენილია ეს ნივთიერებები, ერთ დღესაც ჩამოაყალიებენ კიუპერის სარტყელს (Kuiper Belt) და შესაბამისად, ციანიდები “გადაინაცვლებენ” კომეტების შემადგენლობაში.

“კომეტებისა და ასტეროიდების კვლევებმა აჩვენეს, რომ ვარსკვლავური ნისლი, რომელმაც დაბადა მზე და პლანეტები დიდი რაოდენობით შეიცავდა წყალსა და რთულ ორგანულ ნივთიერებებს”, აცხადებს წამყვანი მკვლევარი დოქტორი კარინ ობერგი (Karin Öberg), ასტრონომი  ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან. “ჩვენ ახლა მეტი საფუძველი გვაქვს იმის თქმნისა, რომ მსგავსი ქიმიური ნივთიერებები არსებობს სხვაგანაც, სამყაროს სხვა ნაწილშიც – იქ სადაც შესაძლებელია მზის სისტემების ჩამოყალიბება, და ეს სისტემები ჩვენი მსგავსიც შეიძლება იყოს”.

MWC 480 არ არის მზის სისტემის ტყუპისცალი: მისი მასა 1.8ჯერ დიდია მზისაზე, ხოლო დისკის მასა მსის სისტემის წარმომქმნელ დისკს 10ჯერ აღემატება და მასზე 2-3ჯერ ცხელია.

კომპლექსური მოლეკულები მზის სიტემის გარეთ ადრეც აღმოუჩენიათ, თუმცა მეცნიერები მათ პოულობდნენ შედარებით ცივსა და სტაბილურ ადგილებში, ვიდრე პროტოპლანეტარული დისკია. ორგანული ნივთიერებების მზის სისტემის გარეთ აღმოჩენის შემდეგ დაისვა კითხვა, გადარჩებოდნენ თუ არა ეს მოლეკულები ვარსკვლავის წარმოქმნის ადგილის სიახლოვეს. აღმოჩნდა პირიქით, მეთილციანიდის კონცენტრაცია ესეთ ადგილებში უფრო მაღალია ვიდრე ვარსკვლავთაშორის ღრუბლებში. შედარებისთვის, MWC 480_ის შემადგენლობაში ასრებული მეთილციანიდის რაოდენობა მეტია დედამიწის საერთო წყლის რაოდენობაზე.

MWC 480_ის გარეთა ნაწილი საკმაოდ ცივია, რომ მასზე სიცოცხლემ იარსებოს და ალბათ ასეც იქნება მომავალში. თუმცაღა, არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ დედამიწაზე წყალი მოიტანეს სხვა სისტემების კომეტებმა და ანალოგიურად, შესაძლოა MWC 480 ის მომავალი პლანეტები და კომეტები გახდნენ დონორები ორგანული მოლეკულებისა სხვა პლანეტებისთვის.

“ეგზოპლანეტების კვლევებით ჩვენ დავადგინეთ, რომ მზის სისტემა არ არის უნიკალური პლანეტების რიცხვითა თუ წყლის სიუხვით” ამბობს ობერგი. “ჩვენი კი ახლა ისიც ვიცით, რომ არ ვართ უნიკალურები არც ორგანული ქიმიით. ერთხელაც გავიმეორებ, ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულნი. სიცოცხლის ცნების სამყაროსეული გადმოსახედიდან ეს დიდებული სიახლეა.”

პ.ს. ჩემი გადმოსახედიდან კი, მსჯელობა დედამიწისგარე სიცოცლეზე იმდენად სპეკულაციურია რამდენადაც საინტერესო. ძნელია ივარაუდო თუ რა ან ვინ შეიძლება შეგხვდეს პლანეტის გარეთ. ჩემი აზრით, ადამიანი სიცოცხლეზე ამ კუთხით მსჯელობისას სუბიქტურია, ვინაიდან იგი ყოველთვის იფიქრებს დედამიწის სიცოცხლეზე – უჯრედებზე, გამრავლებაზე და ა.შ. თუმცა, შესაძლოა სიცოცხლის სხვა ფორმებისთვის წყალი არც კი იყოს აუცილებელი. ადამიანი ხომ არ იცნობს სიცოცხლის სხვა ფორმებს და წარმოდგენა კი უსაზღვრო არ არის.

პოსტზე, საიდანაც ეს სტატია ვთარგმნე ერთ საინტერესო კომენტარს წავაწყდი:
“რატომ ვეძებთ დაჟინებით დედანიწის მსგავს პირობებს, რათა ავხსნათ სიცოცხლის არსებობა დედამიწის გარეთ? ჩვენ ცხოველებიდან რომ მხოლოდ ოქროს თევზს ვიცნობდეთ და ვეძებდეთ სიცოცხლის სხვა ფორმებს, ჩვენს თავზე გადამფრენ მეჟოლიას (ჩიტი) ყურადღებას არც კი მივაქცევდით. ასევე ვიწროდ აზოვნებენ მიეცნიერებიც. მათ უნდა გაანალიზონ, რომ შესაძლოა არსებობს სიცოცხლის ისეთი ფორმები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვცნობთ. შესაძლოა ისინი, აქვე დედამიწაზეც არსებობდნენ. დედამიწა არ იყო დედამიწის მსგავსი, როდესაც აქ სიცოხლე დაიწყო”

წყარო: წყარო: iflscience.com/building-blocks-life

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s