მაგნუსის ეფექტი

მაგნუსის ეფექტი შეიმჩნევა მაშინ, როდესაც მოძრავი ბურთი (ან ცილინდრი) ფრენისას იცვლის თავისი ტრაექტორიის მიმართულებას, კერძოდ, ეს გზა არ არის წრფე, არამედ მრუდია. მაგ: თუ საკმარისი სიმაღლიდან უძრავ ბურთს გადმოვაგდებთ იგი იფრენს დაახლოებით პირადპირ და დაეცემა ძირს ხოლო თუ გადმოვაგდებთ უკუმბრუნავ ბურთს, მისი ფრენის ტრაექტორია იქნება მრუდი ნაცვლად წირისა. ბურთს  აღნიშნული ეფექტი მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, რომლებიც იყენებენ ბურთს. ის მოქმედებეს საბრძოლო მბრუნავ ყუმბარებზე, ჭურვებზე და აქვს საინჟინრო გამნოყენება მაგ: როტორიანი გემები და ფლეტნერის თვითმფრინავები.

wiki.rotor-ship

wiki.flettner-airplane

ეფექტი გამოიკვლია გერმანელმა მეცნიერმა გუსტავ მაგნუსიმა 1852 წელს და სწორედ მისი საპატივცემლოდ ეწოდება ეფექტს ეს სახელი. თუმცაღა, 1672 წელს ეფექტი აღწერა და სწორი დასკვნაც გამოიტანა ისააკ ნიუტონმა, როდესაც აკვირდებოდა ტენისის თამაშს კემბრიჯის კოლეჯში. 1742 წელს კი ბენჟამენ რობინსმა – ბრიტანელმა მათემატიკოსმა, ბალისტიკურმა მკვლევარმა და სამხედრო ინჟინერმა მაგნუსის ეფექტის დახმარებით ახსნა მუშკეტიდან (თოფი) გასროლილი ტყვიის ტრაექტორიის გადახრა.

მაგნუსის ეფექტი ხსნის მბრუნავი ბურთის დაკვირვებად გადახრებს ტრაექტორიიდან სხვადასხვა სპორტში, მათ შორის: ფეხბბურთი, მაგიდის ტენისი, ტენისი, გოლფი, კალათბურთი, ფრენბურთი, კრიკეტი, პაინტბოლი.

ეფექტზე დაყრდნობით შექმნეს მფრინავი აპარატები, რომლებიც იყენებენ მაგნუსის ეფექტს ამწევი ძალის გამოსამუშავებლად. მათ ნაცვლად ფრთებისა აქვთ მბრუნავი ცილინდრები და ავითარებენ დაბალ სიჩქარეებს.

ვიდეოში კარგად არის ნაჩვენები და ახსნილი ეფექტის მოქმედების მექანიზმი.

წყარო: wikipedia/Magnus-effect

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s