ჭიანჭველების “თვითაწყობის” გასაოცარი უნარი

ალბათ ყველა ჩვენგანი გავღიზიანებულვართ ცეცხლისფერი ჭიანჭველების (fire ants) “თავხედური” ქცევისგან და მათი ბუდეებიც კი დაგვინგრევია ბავშვობაში, მაგრამ ისინი საკმაოდ კარგი ტიპები არიან და მათგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. ისინი გასაოცრად ძლიერები არიან, მოქმედებენ და მოძრაობენ გუნდურად – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ ამ უნარმა – გადაადგილდნენ როგორც ერთი მთლიანი – მიიპყრო ფიზიკოსების ყურადღება.

image

ჯგუფმა ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან წარმოადგინა ვიდეო პრეზენტაცია ამერიკელი ფიზიკოსების ასოციაციის სხდომაზე. ცეცხლისფერი ჭიანჭველები იქცევიან როგორც ერთი, როგორც მთლიანი საგანი; ასევე მილიდან გადმოედინებიან როგორც სქელი, ბლანტი ტკბილი სითხე. ასევე, თუ მათ ჯგუფს ზედაპირზე დავაწვებით, ისინი გაგვისხლტებიან, მოიქცევიან რა რეზინის მსგავსად და აღიდგენენ თავდაპირველ ფორმას.

მათი მოძრაობისა და “აწყობის” მექანიზმების შესწავლა დაეხმარება რობოტიკის სფეროს. მათ ხომ შეუძლიათ სწრაფი თვითაწყობა და ასევე სწრაფი დაშლა – ეს კი რობოტიკის სფეროს წარმოუდგენლად განავითარებს და  ასევე შესაძლებელია შეიქმნას შემდეგი თაობის თვითამწყობი მასალები.

ეს კონცეფცია შესაძლოა რეალობა გახდეს ჭიანჭველების დახმარებით. ნუ დავუნგრევთ მათ ბუდეებს.

(უყურეთ 1:25_დან)


წყარო: iflscience.com/fire-ants

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s