შესავალი წიგნისთვის: “გარეული ცხოველების ტრაგედია”

ავტორი: იგორ აკიმუშკინი

სჭირდება კი ამ წიგნს შესავალი? თვით სიცოცხლე, ყველაფერი, რასაც ჩვენ გაზეთებში, ჟურნალებსა და წიგნებში ვკითხულობთ ბუნებაზე, ცხოველებსა და ფრინველებზე, თევზებსა და ვეშაპებზე, ტყეებსა და მდინარეებზე, ნიადაგსა და მოსავალზე – ყველაფერი გამოდგება მის შესავლად!

ყველაფერი მოუწოდებს ადამიანის შეგნებას: სდექ!

დროა წესრიგი დავამყაროთ დედამიწაზე, დროა შევწყვიტოთ ველური ცხოველების უაზრო ჟლეტა, ტყეების კაფვა, მდინარეთა და ტბების დანაგვიანება და ამოშრობა. დღევანდელ დღეს ბუნების დაცვა აკადემიური თეორია კი არა, დედამიწაზე ყოველი შეგნებული არსების საჭირბოროტო აუცილებლობა და მოვალეობაა.

დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ოცნებობენ მოხვდნენ მთვარეზე, მაგრამ მთვარის პეიზაჟი არავის აძლევს ხელს ჩვენთან, დედამიწაზე. სწორედ ის დრო დადგა, როცა ადამიანმა შეიგნო, რომ აღარ შეიძლება ადრინდელივით ასე, იკონტროლოდ ვანადგუროთ ბუნებრივი რესურსები. ეს სამწუხარო ფინალამდე მიგვიყვანს. სულ უფრო მეტი და მეტი ენთუზიასტი ემატება იმათ რიგებს, ვინც გადაწყვიტა მოიგოს უზარმაზარი ომი – გადანგურებას გადაარჩინოს ბუნების სიმდიდრე.

ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ველურ ცხოველებზე, შეუსწავლელ ქვეყნებში მოგზაურობაზე, შორეულ მხარეების ბუნებაზე დაწერილი წიგნები დღეს ასეთი პოპულარობით სარგებლობენ. “ფაქტების წიგნი”, ყოველგვარი მოგონილი ფაბულისა და გაინტრიგებული სიუჟეტის გარეშე, უკვე წარმატებულ კონკურენციას უწევენ მხატვრულ ლიტერატურას. ადამიანებს სურთ უკეთ გაიცნონ სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ. ეს კარგი სიმპტომია.

ყოველწლიურად იზრდება ინტერესი იშვიათი, გადაშენების გზაზე მდგარი ცხოველებისადმი. და თანაც ეს ინტერესი მათი დაღუპვის პროპორციულად იზრდება. როცა ამერიკის პრერიებში, ავსტრალიისა და აფრიკის ველებში, ოკეანეში ცაკარგულ კუნძულებზე გამოჩნდნენ სიკვდილისმთესველი იარაღით აღჭურვილი ევროპელები, პირველქმნილ ბუნებას განადგურების ქარიშხალმა გადაუარა, დაიწყო ველური ცხოველების მასიური, ხშირად ყოვლად უაზრო ხოცვა-ჟლეტა. ერთმანეთის მიყოლებით სამუდამოდ აღიგვა პირისაგან მიწისა არა გუნდები და ჯოგები, არამედ სავსებით სიცოცხლისუნარიანი და სასარგებლო ცხოველების თუ ფრინველების მთელი სახეობანი – ის, ვინც ზოოლოგიას იცნობს, მიახლოებითაც კი ვერ წარმოიდგენს, რა მასშტაბის ზარალი განიცადა ბუნებამ.

ცნობილმა სპეციალისტებმა ჰარპერმა და ალენმა დაიანგარიშეს, რომ უკანასკნელი ოცი საუკუნის მანძილზე მონადირეებმა და კოლონისტებმა უკვე გაანადგურეს მხეცების 106 და ფრინველთა 139 სახეობა და ქვესახეობა. თუ 1800 წლის მანძლზე ადამიანი ნელ-ნელა უტევდა ბუნებას და თვრამეტ საუკუნეში მხოლოდ 33 სახეობა გაწყდა, ფაუნის შემდეგ და შემდეგ განადგურების ტემპმა იმატა. მომდევნო ას წეილწადში კიდევ 33 სახეობა მოისპო. მარტო ერთ მე-19 საუკუნეში ამოწყდა ცხოველთა 70 სახეობა, ხოლო მომდევნო ორმოცდაათ წელიწადში – 40 სახეობა! (წიგნი დაწერიალია გასულ საუკუნეში, შესაბამისად აღნიშნული მონაცემები გაცილებით გაზრდილი უნდა იყოს).

მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი! – სრული განადგურების გზაზეა ცხოველთა მორიგი ექვსი სახეობა. ჩემი აზრით, ისინი ჩვენი საუკუნის ბოლომდე ვერც მიაღწევენ.

ხანდახან ადამიანები, რომლებსაც თვითონ არ უყვართ ფიქრი, კითხულობენ: “რისთვის უნდა გავუფრთხილდეთ ველურ ცხოველებს?” ამ კითხვას “რისთვის” – შეიძლება შეეპასუხოს უამრავი “იმიტომ, რომ!..” ველური სახეობათა გადარჩენის პრობლემას არც ისე ცოტა ზნეობრივი, ესთეტიკური, ეკოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური და სხვა მორალურ-მეცნიერული და სამეურნეო მხარე გააჩნია.

წავიდა ის დრო, როცა სპორტული ნადირობა რეკლამასა და წახალისებას საჭიროებდა. ხოლო სამონადირეო ლიტერატურა გვეხმარებოდა შეგვეყვარებინა ბუნების სილამაზე. ახლა ეს სიყვარულის გამოხატულობის მეტისმეტად ბედოვლათური საშუალებაა.
დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ეგრეთწოდებულ სპორტულ ნადირობას კაცობრიობა ჩათვლის ველურობის სამარცხვინო გადმონაშთად, ხოლო ცხოველის უმიზეზო მოკვლისთვის ისევე დაისჯებიან, როგორც კაცის კვლისთვის. იმიტომ, რომ ყოველგვარი მკვლელობა – ადამიანისაც და ცხოველისაც, დიდ მორალურ ზიანს აყენებს, უპირველეს ყოვლისა, იმას, ვინც მოკლა და იმას, ვინც მის ირგვლივაა. და კიდევ იმიტომაც, რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე მოსაკლავიც აღარაფერი დარჩება და ინჟინრებს მოუხდებათ ნეილონის ან სხვა ქიმშემცველისაგან დაამზადონ კურდღლებიც, ირმებიც როჭოებიც და გაუშვან ისინი ტყეში (ისიც ნეილონისაში!).

იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, იმისთვის, რომ მკვდარ სახეობათა სიებში ციფრები მალე ხუთნიშნა არ გახდეს, იმისთვის, რომ ტყეების, ველების, მდინარეებისა და ნიადაგების გამოუსწორებელმა გაღარიბებამ უიმედო სიჩქარით არ იმრავლოს (ბუნებაში ხომ ყველაფერი, ცოცხალი და არაცოცხალი ურთიერთავშირშია!), დროა ყველა მატერიკსა და კუნძულზე შეწყდეს უმიზნო “სპორტული” სისხლისღვრა, ან უფრო მკაცრი კონტროლი მაინც დაწესდეს მასზე. ძნელია ეფექტური და თანმიმდევრული ბრძოლა ბრაკონიერებთან მანამ, სანამ ადამიანთა უმრავლესობა ჯერ კიდევ შეპყრობილია ქვის ხანის მონადირული ჟინით.

საჭიროა უფრო ცოტა მონადირეები და უფრო მეტი მცველები ნაკრძალებში; უფრო ცოტა მონადირეთა კავშირები და უფრო მეტი ცხოველთა დამცველი საზოგადოებები; უფრო ცოტა სამონადირეო ლიტერატურა და უფრო მეტი – ბიოლოგიური. მხოლოდ მაშინ ექნებათ კეთილი დასსრული ველური ცხოველების ტრაგედიის უკანასკნელ აქტებს, რომლებსაც კაცობრიობა დედამიწაზე სიცოცხლის ისტორიაში ჩაწერს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s