ოთხიU თერმომეტრი

ოთხიU რნმ თერმომეტრის (FourU RNA thermometer) მეორეული სტრუქტურა. წითელი ფერი აღნიშნავს ნუკლეოტიდთა კონსერვატიულობის* მაღალ დონეს.
*კონსერვატიულობა გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა სახეობებში ეს თანმიმდევრობები მსგავსია კონსერვატიულობის ხარისხისდა მიხედვით.


ოთხიU თერმომეტრები არიან არამაკოდირებელი რნმ თერმომეტრები, რომლებიც ნაპოვნია სალმონელაში. ისინი შეიცავენ ურაცილის მაღალ კონსერვატიულ ნუკლეოტიდებს და ეს ნუკლეოტიდები განლაგებულნი არიან შაინ-დალგარნოს თანმიმდევრობის მოპირდაპირე მხარეს. რნმ-თერმომეტრები, მაგალითად როგორიცაა ოთხიU აკონტროლებენ ტემპერატურის რეგულაციას სითბური შოკის ცილების საშუალებით მრავალ პროკარიოტში. ოთხიU შედარებით პატარა მოლეკულებია მხოლოდ 57 ნუკლეოტიდისაგან შედგებიან და აქვთ ორი მარტივი მარყუჟი.

ოთხიU ნაპოვნია სითბური შოკის ცილის (Hsp-სშც) Salmonella agsA გენის 5′ არატრანსლირებად რეგიონში. ის იწვევს ტრანსლაციის რეპრესიას იმით, რომ უწყვილდება შაინ-დალგარნოს თანმიმდევრობას. ამის გამო კი რიბოსომები ვერ უკავშირდებიან გენის საწყის კოდონს.

რნმ-თერმომეტრების სხვა სახეები შეიცავს ROSE ელემენტს და სშც90 ცის-რეგულატორულ ელემენტს.

ოთხიU_ს შემადგენლობაში არსებული მეორე მარყუჟი წარმოადგენს დინამიურ სრტუქტუას. ის განიცდის კომფორმაციულ ცვლილებებს როდესაც ტემპერატურა წარმოდგენილია 45°C_ზე ზევით და უფრო მეტად იშლება – ხდება გაუწყვილებული ტემპერატურის მატებასთან ერთად. პირველი მარყუჟი კი საპირისწპიროდ, რჩება სტაბილური, გაწყვილებული 50°C_ზეც კი.

სხვა რნმ თერმომეტრებთან ერთად, მარტო ოთხიU არ უზრუნველყოფს მის ახლომდებარე გენის ტემპერატურადამოკიდებულ ექსპრესიას. ის უკავშირდება სიგმა ფაქტორს, რომელიც ასევე სხვა მარავლი გენით რეგულირდება. სიგმა ფაქტორი-რნმ თერმომეტრის კომბინაცია არეგულირებს სხვა სითბური შოკის გენებს (მაგ: ibpA E. coli).

agsA გენი, რომელიც რეგულირდება ოთხიU_ს მიერ პირველად აღმოჩენილ იქნა Salmonella enterica_ში. ცილა, რომელიც ამ გენით კოდირდება წარმოადგენს მცირე სითბური შოკის ცილას და იგი იცავს ბაქტერიას ცილების შეუქცევადი შეგროვებისგან (protein aggregation) და ეხმარება ცილებს ხელახლა ჩახვევაში. მუტაციურმა ანალიზმა გვიჩვენა agsA გენის მნიშვნელობა: პლაზმიდი რომელიც შეიცავდა გენსა და პრომოტორს  გაზარდა თერმომგრძნობიარე მუტანტური ფენოტიპის გადარჩენის ხარისხი. ამას მიაღწია ცილებიც შეჯგუფების გამსწორებით მაღალ ტემპერატურაზე. მას აქვს ადამიანის ჩაპერონ ალფა-კრისტალინის მსგავსი ფუნქცია.


წყარო: wikipedia/RNA-thermometer

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s