ევგენიკის პრობლემა

ტერმინი  ევგენიკა,  ფრენსის  გალტონმა,  დარვინის ბიძაშვილმა  შემოიღო  1883  წელს.  ის  ნიშნავს  პოპულაციის  გაუმჯობესებას  მასში  შემავალი  “საუკეთესო” ინდივიდების  შეუღლების  გზით.  უძველესი  დროიდან ამ  პრინციპით  ხდებოდა  მცენარეების  და  ცხოველების სელექცია.  მე-19  საუკუნის  ბოლოს  გალტონმა  და  მისმა თანამოაზრეებმა  დაიწყეს  ადამიანთა  გასაუმჯობესებელი  სელექცური  შეუღლების  იდეის  პროპაგანდა, რითაც  საფუძველი  ჩაეყარა  ე.წ.  ევგენიკის  მიმდინარეობას,  რომელმაც  ფართო  მხარდაჭერა  ჰპოვა  მომდევნო  ნახევარი  საუკუნის  მანძილზე.

image


ევგენიკური  მიმდინარეობა  პროპაგანდას  უწევდა  იდეალური  ადამიანის შექმნას  გარკვეული  ტიპის  ადამიანების  დაწყვილების გზით  სოციალური,  ეთნიკური  და  ეკონომიკური  ინტერესების  გათვალისწინებით,  რაც  ანტიემიგრანტული და  რასისტური  იდეებით  საზრდოობდა.  რასაც  ჩვენ ამჟამად  განათლების  დეფიციტს  ვუწოდებთ,  ისინი ოჯახურ  ”ჭკუასუსტობად”  მიიჩნევდნენ;  რასაც  ჩვენ ამჟამად  სიღატაკეს  ვუწოდებთ,  ევგენიკის  მესვეურები  ”სიზარმაცეს”  უწოდებდნენ.  იმ  დროს  არასწორად ხდებოდა  თანდაყოლილი  ნიშან-თვისებების  შეფასება  და  არასწორად  განისაზღვრებოდა  მემკვიდრული ნიშნები,  რადგან  მათი  უმეტესობა  ადამიანში  კომპლექსურია  თავისი  მემკვიდრული  ბუნებით  და  მუდმივად  განიცდის  გარემო  ფაქტორების  ზეგავლენას. მიუხედავად  იმისა,  რომ  გასული  საუკუნის  შუა  წლებში  მრავალმა  მეცნიერმა  მხარი  დაუჭირა  ევგენიკის პროგრამის  თეორიულ  და  პრაქტიკულ  განვითარებას, ევგენიკის  იდეამ    სრული  კრახი  განიცადა,  როდესაც ნაცისტურმა  გერმანიამ  ის  ადამიანების  მასობრივ მკვლელობათა გასამართლებლად  გამოიყენა.  ისიც უნდა  ითქვას,  რომ  მე-20  საუკუნის  პირველ  ნახევარში,  ჩრდილოეთ  ამერიკასა  და  ევროპაში  სპეციალურ სამკურნალო  დაწესებულებებში  ათავსებდნენ  შეურაცხადი  და  გონებრივად  ჩამორჩენილ  ადამიანებს და  ძალდატანებით  ახდენდენ  მათ  სტერილიზაციას ევგენიკის  მხარდამჭერი  სახელმწიფო  კანონმდებლობის  შესაბამისად  და  ეს  პრაქტიკა  ნაცისტური  რეჟიმის დამხობის  შემდეგაც  მრავალი  წლის  განმავლობაში გრძელდებოდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s