ოთხიU თერმომეტრი

ოთხიU რნმ თერმომეტრის (FourU RNA thermometer) მეორეული სტრუქტურა. წითელი ფერი აღნიშნავს ნუკლეოტიდთა კონსერვატიულობის* მაღალ დონეს.
*კონსერვატიულობა გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა სახეობებში ეს თანმიმდევრობები მსგავსია კონსერვატიულობის ხარისხისდა მიხედვით.


ოთხიU თერმომეტრები არიან არამაკოდირებელი რნმ თერმომეტრები, რომლებიც ნაპოვნია სალმონელაში. ისინი შეიცავენ ურაცილის მაღალ კონსერვატიულ ნუკლეოტიდებს და ეს ნუკლეოტიდები განლაგებულნი არიან შაინ-დალგარნოს თანმიმდევრობის მოპირდაპირე მხარეს. რნმ-თერმომეტრები, მაგალითად როგორიცაა ოთხიU აკონტროლებენ ტემპერატურის რეგულაციას სითბური შოკის ცილების საშუალებით მრავალ პროკარიოტში. ოთხიU შედარებით პატარა მოლეკულებია მხოლოდ 57 ნუკლეოტიდისაგან შედგებიან და აქვთ ორი მარტივი მარყუჟი.

წაიკითხე სრულად

Advertisements

რატომ არსებობს საერთოდ რამე?

ჩრდილოეთის ციალი


ფიზიკოსების ნაწილი თვლის, რომ შეუძლიათ ახსნან, რატომ წარმოიშვა სამყარო. თუკი მართლაც ასეა, მთელი კოსმოსი შესაძლოა, სრულიად არაფრისგან გაჩენილიყო.

კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში იბრძოდა იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, თუ რატომ არსებობს სამყარო. თითქმის ყველა უძველეს კულტურას გააჩნდა საკუთარი კრეაციონისტული ამბავი – რომელთა უმეტესობა ყველაფერს ღმერთების შემოქმედებას მიაწერდა – ხოლო ფილოსოფოსები ამ საკითხზე ტომებს წერდნენ. რაც შეეხება მეცნიერებას, ამ უამთავრეს თემაზე მცირე რამის თქმა თუ შეეძლო.

ბოლო პერიოდში ზოგიერთი ფიზიკოსი და კოსმოლოგი ისევ მიუბრუნდა ამ საკითხს. ისინი აღნიშნავენ, რომ ამჟამად გარკვეული წარმოდგენა გვაქვს სამყაროს ისტორიასა და იმ ფიზიკის კანონებზე, რომლებიც სამყაროს მოქმედებას აღწერენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია გვაწვდის მინიშნებებს იმაზე, როგორ და რატომ არსებობს კოსმოსი.

მათი სადავო პასუხი ისაა, რომ მთელი სამყარო, დაწყებული დიდი აფეთქების ცეცხლოვანი ბურთიდან დამთავრებული ვარსკვლავებით მოჭედილი კოსმოსით, რომელშიც ამჟამად ვბინადრობთ, არაფრისგან გაჩნდა. მათი თქმით, ეს უნდა მომხდარიყო, რადგან „არაფერი” ხასიათდება არასტაბილურობით.

შესაძლოა, ეს მოსაზრება უცნაურად ჟღერს ან მორიგ ფანტასტიკურ კრეაციონისტულ ამბავს ჰგავს. თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ის ბუნებრივად გამომდინარეობს ორი…

View original post 1,079 more words

ჭიანჭველების “თვითაწყობის” გასაოცარი უნარი

ალბათ ყველა ჩვენგანი გავღიზიანებულვართ ცეცხლისფერი ჭიანჭველების (fire ants) “თავხედური” ქცევისგან და მათი ბუდეებიც კი დაგვინგრევია ბავშვობაში, მაგრამ ისინი საკმაოდ კარგი ტიპები არიან და მათგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. ისინი გასაოცრად ძლიერები არიან, მოქმედებენ და მოძრაობენ გუნდურად – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ ამ უნარმა – გადაადგილდნენ როგორც ერთი მთლიანი – მიიპყრო ფიზიკოსების ყურადღება.

image

ჯგუფმა ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან წარმოადგინა ვიდეო პრეზენტაცია ამერიკელი ფიზიკოსების ასოციაციის სხდომაზე. ცეცხლისფერი ჭიანჭველები იქცევიან როგორც ერთი, როგორც მთლიანი საგანი; ასევე მილიდან გადმოედინებიან როგორც სქელი, ბლანტი ტკბილი სითხე. ასევე, თუ მათ ჯგუფს ზედაპირზე დავაწვებით, ისინი გაგვისხლტებიან, მოიქცევიან რა რეზინის მსგავსად და აღიდგენენ თავდაპირველ ფორმას.

წაიკითხე სრულად

ადლემანის ექსპერიმენტი

Picture1

დნმ-ზე დაფუძნებული გამოთვლები (DNA computing) გამოთვლითი მეცნიერების ისეთი სახეა, რომელიც იყენებს დნმ-ის მოლეკულას, ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის სხვადასხვა მეთოდებს. ეს მიმართულება სწრაფად განვითარებადი ინტერდისციპლინური დარგია, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ასევე ექსპერიმენტს. დნმ-ზე დაფუძნებული გამოთვლები პარალელური გამოთვლების (parallel computing) ერთ-ერთი სახეა. ეს მიმართულება განავითარა ლეონარდ ადლემანმა 1994 წელს (სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი). ადლემანმა დნმ-ზე დაფუძნებული გამოთვლებით გადაწყვიტა 7 წერტილოვანი ჰამილტონის გზის პრობლემა (hpp). მათემატიკაში, კერძოდ გრაფთა თეორიში ჰამილტონის გზა არის გზა მიმართულ ან არამიმართულ გრაფში, რომელიც მოივლის ყველა წვეროს მხოლოდ ერთხელ. ადლემანმა დაწერა “მოლეკულური ალგორითმი”, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა პრობლემის ამოხსნა.

წაიკითხე სრულად

შესავალი წიგნისთვის: “გარეული ცხოველების ტრაგედია”

ავტორი: იგორ აკიმუშკინი

სჭირდება კი ამ წიგნს შესავალი? თვით სიცოცხლე, ყველაფერი, რასაც ჩვენ გაზეთებში, ჟურნალებსა და წიგნებში ვკითხულობთ ბუნებაზე, ცხოველებსა და ფრინველებზე, თევზებსა და ვეშაპებზე, ტყეებსა და მდინარეებზე, ნიადაგსა და მოსავალზე – ყველაფერი გამოდგება მის შესავლად!

ყველაფერი მოუწოდებს ადამიანის შეგნებას: სდექ!

დროა წესრიგი დავამყაროთ დედამიწაზე, დროა შევწყვიტოთ ველური ცხოველების უაზრო ჟლეტა, ტყეების კაფვა, მდინარეთა და ტბების დანაგვიანება და ამოშრობა. დღევანდელ დღეს ბუნების დაცვა აკადემიური თეორია კი არა, დედამიწაზე ყოველი შეგნებული არსების საჭირბოროტო აუცილებლობა და მოვალეობაა.

დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ოცნებობენ მოხვდნენ მთვარეზე, მაგრამ მთვარის პეიზაჟი არავის აძლევს ხელს ჩვენთან, დედამიწაზე. სწორედ ის დრო დადგა, როცა ადამიანმა შეიგნო, რომ აღარ შეიძლება ადრინდელივით ასე, იკონტროლოდ ვანადგუროთ ბუნებრივი რესურსები. ეს სამწუხარო ფინალამდე მიგვიყვანს. სულ უფრო მეტი და მეტი ენთუზიასტი ემატება იმათ რიგებს, ვინც გადაწყვიტა მოიგოს უზარმაზარი ომი – გადანგურებას გადაარჩინოს ბუნების სიმდიდრე.

წაიკითხე სრულად

გვექნება კი ოდესმე ყველაფრის თეორია?

ფიზიკოსებს უნდათ შექმნან ერთი თეორია, რომლითაც მთელი სამყარო აღიწერება, მაგრამ, აქამდე მათ მოუწევთ ურთულესი მეცნიერული პრობლემების გადაჭრა.

უახლესი ფილმი ყველაფრის თეორია გვიყვება სტივენ ჰოკინგზე, მეცნიერზე, რომელიც ნამდვილად მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერია, მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული ნეიროდეგენერაციული დაავადების გამო. ფილმი ძრითადად სტივენის და მისი ყოფილი ცოლის ჯეინის შესახებაა, მაგრამ მცირე დრო ეთმობა იმას, თუ რას აკეთებდა იგი მთელი კარიერის განმავლობაში.

მას ნამდვილად არ აკლდა ამბიცია. იგი იმ ფიზიკოსთაგან ერთ-ერთია, რომლებიც ცდილობდნენ ყველაფრის თეორიას “გამკლავებოდნენ”. ამ თეორიამ უნდა ახსნას ყველაფერი. ჰოკინგი თავის წინამორბედ, ალბერტ აინშტაინის ნაკვალევს მიყვებოდა, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა ამ თეორიის შექმნას, მაგრამ ვერ შეძლო.

ყველაფირს თეორიის შექმნა ამაღელვებელი, შესანიშნავი მიღწევა იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს სამყაროში არსებულ ყველანაირ უცნაურობასა და სილამაზეს მოვფენდით ნათელს. ათწლეულებია ფიზიკოსები ამბობენ – თეორია კარს მოგვდგომია, მაგრამ ვართ კი ჩვენ ყველაფრის ახსნისა და გაგების ზღურბლზე?

The universe contains billions of galaxies (Credit: Hubble Legacy Archive/ESA/NASA/SPL)

სამყარო მილიარდობით გალაქტიკას შეიცავს. (Credit: Hubble Legacy Archive/ESA/NASA/SPL)

თეორიამ მართლაც ყველაფერი უნდა ახსნას, დაწყებული შეკსპირის შროებითა და ადამიანის ტვინით დამთავრებული – ჩვენი სამყაროს უღრანი ტყეები და უკიდეგანო ველები, ამბობს ჯონ ბაროუ კემბრიჯის უნივერსიტეტიდან. “აი სამყაროს გამოცანა.”

წაიკითხე სრულად

სიცოცხლის აგურები – რთული ორგანული ნივთიერებები – აღმოჩენილია სხვა პლანეტარულ სისტემებში

707154main_astrobiology_0

მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს თავიანთი ვარაუდი, რომ რთული ორგანული ნივთიერებები არსებობს პროტოპლანეტარულ დისკის (პროტოპლანეტური) შემადგენლობაში. ეს დისკი დასაბამს აძლევს პლანეტას. ე.ი. ზოგიერთი პლანეტ ფორმირდება უკვე მათში არსებულ ორგანული ნივთიერებებთან ერთად. ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით უამრავი მეცნიერული თუ არამეცნიერული შეხედულება არსებოს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ჩემი აზრით სარწმუნო თეორია ამბობს, რომ სიცოცხლის წარმოშობას წინ უძღოდა ფიზიკურ და ქიმიურ პროცესთა ერთობლიობა, რომელთაც დედამიწის პირვანდელ  ოკეანეში წარმოქმნეს ორგანული ნივთიერებები (ცხიმოვანი მჟავები, ამინომჟავები, ნუკლეოტიდები; იხილეთ სტენლი მილერის ექსპერიმენტი). ეს აღმოჩენა კი სიცოცხლის არსებობის ალბათობას ზრდის სხვა პლანეტებზე.

MWC 480 ვარსკვლავს იკვლევდნენ ALMA_ს დახმარებით. კვლევების შედეგებიNature_ში გამოქვეყნდა. ვარსკვლავი გარშემოტყმულია დისკით, რომლისგანაც პლანეტები დაიბადებიან. დისკის გარეთა შრეებში ALMA_მ აღმოაჩინა სხვადასხვა ნივთიერებების სპექტრული ხელწერა. ეს ნივთიერებებია: მეთილ ციანიდი (CH3CN), ციანოაცეტალინი (HC3N), წყალბადციანიდი (HCN). ის რეგიონი, სადაც აღმოჩენილია ეს ნივთიერებები, ერთ დღესაც ჩამოაყალიებენ კიუპერის სარტყელს (Kuiper Belt) და შესაბამისად, ციანიდები “გადაინაცვლებენ” კომეტების შემადგენლობაში.

წაიკითხე სრულად