სურპრიზი! ამ ეუკარიოტულ ორგანიზმს არ გააჩნია მიტოქონდრია

Surprise! This eukaryote completely lacks mitochondria

სინათლის მიკროსკოპით დანახული ორგანიზმი Monocercomonoides sp. (PA203). Credit: Dr Naoji Yubuki.

მიტოქონდრია გახლავთ მემბრანითშემოსაზღვრული უჯრედის შდა კომპონენტი – ორგანელა, რომელზეც ხშირად საუბრობენ, როგორც უჯრედის ენერგეტიკულ სადგურზე. ეს ორგანელა დიდი ხანია მიიჩნეოდა აუცილებელ კომპონენტად ეუკარიოტული სიცოცხლისათვის. ეუკარიოტები (უჯრედები ან ორგანიზმები, რომლის უჯრედებიც შეიცავენ ბირთვებს და სხვა ორგანელებს) გახლავთ მცენარეები, სოკოები, ცხოველები და ერთუჯრედიანი პროტისტები. მკვლევარები იტყობინებიან, რომ მათ იპოვეს ეუკარიოტი, რომელშიც საერთოდ არ აღმოჩნდა მიტოქონდრიის რაიმე კვალი. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Cell Press journal Current Biology-ში 2016 წლის 12 მაისს.


“ჟანგბადის დაბალი შემცველობის გარემოში ეუკარიოტებს ხშრად გააჩნიათ მიტოქონდრიების რედუცირებული ფორმები. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ზოგიერთი მიტოქონდრიული ფუნქცია იმდენად იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს ორგანელები აუცილებელი გახლდათ მათი სიცოცხლისათვის,” ამბობს ანა კარნკოვსკა, ყოფილი პოსტდოკი Charles უნივერსიტეტიდან (პრაღა). “ჩვენ შევძელით დაგვეხასიათებინა ეუკარიოტული მიკრობი, რომელსაც ნამდვილად არ გააჩნია მიტოქონდრია”.

ორგანიზმები გვარიდან Monocercomonoides ცნობილები არიან უკვე 80 წელზე მეტია. ისინი ენათესავებიან ადამიანის პათოგენებს – Giardia და Trichomonas და ყველა მათგანი შედის ჯგუფი Metamonada-ს შემადგენლობაში და რომელიც ცხოვრობს განსაკუთრებულად ჟანბადის  დაბალი შემცველობის პირობებში.

მეცნიერებმა მოახდინეს Monocercomonoides-ის გენომის სექვენირება (გაშიფრვა). ისინი გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ორგანიზმს არ გააჩნდა მიტოქონდრიული ცილები.

ეს ორგანიზმები არსებობენ მიტოქონდრიების გარეშე ციტოზოლური გოგირდის მობილიზების სისტემის (cytosolic sulfur mobilization system (SUF)) წყალობით, რომელიც მათ შეიძინეს ბაქტერიისგან. ეს სისტემა ცვლის მიტოქონდრიების საჭირო ფუნქციებს. სხვადასხვა უნიკალური კომბინაციებით მექანიზმებისა, მათ შორის მიტოქონდრიული ფუნქციების დაკარგვა და პროკარიოტებისგან აუცილებელი “მოწყობილობების” შეძენა , ამბობს კარნკოვსკა: “ეს ორგანიზმები განვითარდნენ იმ ლიმიტების მიღმა, რომლებსაც ბიოლოგები გვთავაზობენ”.

მეცნიერები ათეული წლებია ეძებდნენ ორგანიზმს, რომელსაც არ გააჩნდა მიტოქონდრია. წლები გადიოდა და სულ უფრო და უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდებოდა ასეთი ორგანიზმის პოვნა. მიუხედავად ამისა, კარნკოვსკა, ჰამფლი და მათი კოლეგები ამობენ, რომ შესაძლოა ასეთი ორგანიზმები კიდევ იყვნენ.

“ეს საოცარი ორაგნიზმი გახლავთ ჩინებული  მაგალითი უჯრედისა, რომელიც უარს ამბობს მიყვეს უჯრედული ბიოლოგიის წიგნების სტანდარტულ წესებს და ჩვევ გვჯერა, რომ კიდევ არსებობენ მგსავსი მაგალითები, რომლებიც დღემდე იმალებიან მიკრობული ეუკარიოტების – პროტისტების სამყაროს მრავალფეროვნებაში,” აგრეთვე ამბობს კარნკოვსკა.

მკვლევარები ამბობენ, რომ შეისწავლიან მეტს იმის შესახებ თუ როგორ ფუნქციონირებენ ეს ორგანიზმები. მათ ასევე სურთ უკეთ დაახასიათონ ორგანიზმები და მათი ნათესავები, რომ მათი აღმოჩენა უფრო ფართო მნიშვნელობით, ევოლუციური კონტექსტიდან შეაფასონ.

“სავარაუდოა, რომ მიტოქონდრიები არ გააჩნია მთელს ჯგუფს – ოქსიმონადებს,” ამბობს უფროსი ავტორი ვლადიმირ ჰამფლი. “ჩვენ გვსურს ვიცოდეთ თუ რამდენი ხნის წინათ დაკარგეს მათ მიტოქონდრიები”.

 


წყარო: phys.org/eukaryote-lacks-mitochondria
სტატიის ლინკი: cell.com/current-biology

 

 

Advertisements

2 thoughts on “სურპრიზი! ამ ეუკარიოტულ ორგანიზმს არ გააჩნია მიტოქონდრია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s