გენები აქტიურები რჩებიან სიკვდილის შემდეგაც

სიკვდილი ნამდვილად ჩვენი არსებობის დასასრულია? მოაზროვნეები პლატონიდან Blue Öyster Cult-მდე ამ კითხვაზე პასუხებს გვთავაზობდნენ. ახლა კი, კვლევის მიხედვით სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ერთი ასპექტი გრძელდება: გენები აქტიურები რჩებიან ცხოველების სიკვდილის შემდეგ. მეცნიერებს სურთ გამოიყენონ ეს სიკვდილისშემდგომი აქტიურობა უფრო ზუსტი მეთოდის შექმნისთვის, რომელიც გამოყენებულ იქნება სიკვდილის დროის ზუსტი განსაზღვრისათვის და ასევე ახალი გზების ძიებისათვის, რომლებიც დაგვეხმარებიან ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანოების უკეთ შენხვაში.

სანამ იკითხავთ, მიკრობიოლოგი პიტერ ნოუბლი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და კოლეგები არ ცდილობდნენ აეხსნათ თუ როგორ მიჩანჩალებენ ზომბები და ჭამენ ტვინებს. მეცნიერებს სურდათ გამოეცადათ ახალი მეთოდი, რომელიც მათ შეიმუშავეს გენების აქტივობის გაზომვისათვის. 2 წლის წინ მათ გამოაქვეყნეს კვლევა სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხვადასხვა ორგანოებში მიკრობების სიმრავლის შესახებ. და მათ გადაწყვიტეს თავიანთი მეთოდი გამოეყენებინათ სიკვდილის შემდგომი ნიმუშებზე. “საინტერესოა თუ რა ხდება როდესაც მკვდარი ხარ”, ამბობს ნოუბლი.

“ჩვენ შესაძლოა მივიღოთ საკმაო ინფორმაცია სიცოცხლის შესახებ სიკვდილის შესწავლით”

მეცნიერებმა გაანალიზეს ადამიანის გვამების სისხლი და ღვიძლი და იპოვეს რამოდენიმე გენის სიკვიდილისშემდგომი აქტივობა. ჯგუფმა გაზომა ამ გენებიდან თუ რომელი ფუნქციონირებდა ქსოვილებში ახლადგარდაცვლილ თაგვებში და ზებრათევზში. ისინი აკვირდებოდნენ ცვლილებებს თევზებში 4 დღის, ხოლო თაგვებში 2 დღის განმავლობაში.

მკვლევარები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ გენები გამოირთვებოდნენ მალევე სიკვდილის შემდეგ, როგორც მაგალითად, მანქანის ნაწილები საწვავის გამოლევის შემდეგ. ამის მაგიერ მათ ნახეს, რომ ასობით გენები რჩებოდა აქტიური.აგრეთვე, გენების უმეტესობა აქტიურობას ზრდიდა სიკვიდილის შემდეგ პირველ 24 საათში და შემდეგ აქტიურობა კლებულობდა. თევზში კი ზოგიერთი გენი აქტიური რჩებოდა სიკვდილის შემდეგი 4 დღის განმავლობაში.

მრავალი ამ სიკვიდილისშემდგომი გენთაგანი სასარგებლოა საგანგებო სიტუაციების დროს; ისინი ასრულებენ შემდეგ დავალებებს: ააქტიურებენ იმუნურ სისტემას, წინააღმდეგობას უწევენ სტრესს. სხვა გენები გაცილებით მოულოდნელნი აღმოჩნდნენ. “ყველაზე მეტად გამაოგნებელი ის აღმოჩნდა, რომ განვითარების გენები არიან ჩართულნი სიკვდილის შემდეგ,” ამბობს ნოუბლი. ეს გენები ნომალურ სიტუაციში ემბრიონის “გამოქანდაკებაში” იღებენ მონაწილეობას და დაბადების შემდეგ საჭირონი აღარ არიან. ერთი შესაძლო ახსნა ამ გენების სიკვდილისშემდგომი გამოღვიძებისა ის გახლავთ, რომ  – ამბობენ მკვლევარები – ახალი მკვდრის უჯრედული პირობები მიაგავს ემბრიონისას. ჯგუფმა ასევე იპოვა გენები, რომლების სიმსივნეს ეხმარებიან გახდეს უფრო აქტიური. ამ შედეგმა შესაძლოა ახსნას ის, თუ რატომ აქვთ სიმსივნის მაღალი რისკი პაციენტებს, რომლებიც იღებენ ტრანსპლანტებს ახლად გარდაცვლილისგან, ამბობს ნოუბლი.

“ეს გახლავთ იშვიათი კვლევა,” ამბობს მოლეკულური ფარმაკოლოგი ეშიმ მალჰოთრა წყნარი ოკეანის უნივერსიტეტიდან. იგი არ იყო კვლევასთან დაკავშირებული. “მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რა მოსდით ორგანოებს როდესაც ადამიანი კვდება, მითუმეტეს თუ ორგანოების გადანერგვას ვაპირებთ.” ჯგუფის მიდგომა გენების აქტიურობის გაზომვაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სადიაგნოსტიკო საშუალება ტრანსპლანტის ხარისხის შესახებ წინასწარი ვარაუდის გამოთქმაში.

ნოუბლმა და ორმა კოლეგამ აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ ზუსტად გამოთვალონ სიკვდილის დრო. სასამართლო ექსპერტი დევიდ კარტერი ამბობს” ჩვენ სიკვდილის დროის განსაზღვრაში მაგრები არ ვართ.” მსგავსი შეფასება ხშირად დაფუძნებულია დაკვირვებაზე, რომელიც სხეულს არ შეეხება, მაგალითად მსხვერპლის სატელეფონო ზარები და მესიჯები. ნოუბლისა და მისი კოლეგების  შექმნილი ტექნიკა დახმარებას გაუწევს სიკვდილის გამოძიებაში,  ამბობს კარტერი.

თაგვი ან ზებრათევზი ამით არანაირ სარგებელს არ ღებულობენ, რა აზრი აქვს მათთვის თუ რომელი გენი ჩაირთვება სიკვდილის შემდეგ. გენების აქტივობის პატერნებმა, რომლებიც მკვლევარებმა აღწერეს შესაძლოა გამოავლინონ თუ რა მოსდის ურთიერთმოქმედი გენების კომპლექსურ ქსელს – რომელიც ნორმალურად ორგანიზმს ცოცხლად ინარჩუნებს, როდესაც სისტემა “ინგრევა”. ზოგიერთი გენი შესაძლოა ჩაირთოს, მაგალითად იმიტომ, რომ ის გენები გამოირთვნენ, რომლებიც მათ ინაქტივაციას ახდენდნენ. ნოუბლი ამბობს, რომ ამ ცვლილებების უკეთ შესწავლით მკვლევარებმა შესაძლოა მეტი გაიგონ თუ როგორც განვითარდა ეს ქსელი. “ჩვენ შესაძლოა მივიღოთ საკმაო ინფორმაცია სიცოცხლის შესახებ სიკვდილის შესწავლით”


წყარო: sciencemag.orgundead-genes-come-alive-days-after-life-ends

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s