ბლოგის შესახებ


მოგესალმებათ ბლოგი გალაკტიონი..


ქართული ვებ სივრცე განებივრებული არასდროს ყოფილა სამეცნიერო ბლოგებითა თუ ფეისბუქ გვერდებით, თუმცა, ამ მხრივ მართლაც არსებობს რამოდენიმე შესანიშნავი ბლოგი, ფეიჯი თუ საიტი.
მართალია, მეცნიერებაში არსებული სიახლეები ასე თუ ისე მისაწვდომია ჩვენთვის, ვინც ინგლისურად ვკითხულობთ ან ქართულად ითარგმნება ასეთი პოსტები, თუმცაღა, სიღრმისეული ინფორმაცია მაინც მიუწვდომელია ჩვენთვის, მაგ: ბიოლოგიასთან დაკავშირებით.

ბლოგის მიზანიც სწორედ ეს არის, ითარგმნოს ყველაფერი – დაწყებული მარტივი ინფორმაციით, სამეცნ. პოპულარული პოსტებით და დამთავრებული სამეცნიერო-კვლევითიო სტატიებით. და ასევე, უკვე ნათარგმნი მასალის (ბეჭდური თუ ელ. ვერსიები) გავრცელება.


რატომ გალაკტიონი?
სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის დიდი მოყვარული გახლავართ და ეს სახელი – გალაკტიონი (გალაქტიკა) – სწორედ sci-fi წიგნის თუ წიგნთა სერიის სახელს ჰგავს, რაღაც აზიმოვის სტილში.


P.s.
არსებობს ბლოგის tumblr ვერსიაც: galaqtion.tumblr.com