ჭიანჭველების “თვითაწყობის” გასაოცარი უნარი

ალბათ ყველა ჩვენგანი გავღიზიანებულვართ ცეცხლისფერი ჭიანჭველების (fire ants) “თავხედური” ქცევისგან და მათი ბუდეებიც კი დაგვინგრევია ბავშვობაში, მაგრამ ისინი საკმაოდ კარგი ტიპები არიან და მათგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. ისინი გასაოცრად ძლიერები არიან, მოქმედებენ და მოძრაობენ გუნდურად – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ ამ უნარმა – გადაადგილდნენ როგორც ერთი მთლიანი – მიიპყრო ფიზიკოსების ყურადღება.

image

ჯგუფმა ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან წარმოადგინა ვიდეო პრეზენტაცია ამერიკელი ფიზიკოსების ასოციაციის სხდომაზე. ცეცხლისფერი ჭიანჭველები იქცევიან როგორც ერთი, როგორც მთლიანი საგანი; ასევე მილიდან გადმოედინებიან როგორც სქელი, ბლანტი ტკბილი სითხე. ასევე, თუ მათ ჯგუფს ზედაპირზე დავაწვებით, ისინი გაგვისხლტებიან, მოიქცევიან რა რეზინის მსგავსად და აღიდგენენ თავდაპირველ ფორმას.

წაიკითხე სრულად

კატისებრთა ოჯახი (Felidae)

800px-the_felidae

Felidae არის კატების ოჯახი; ოჯახის წევრებს ეწოდებათ ფელიდები_ კატები (felid). ოჯახის ყველაზე ცნობილი ჯგუფია შინაური კატები. ისინი ადამიანთან ერთად არსებობენ დაახლოებით 10 000 წელი. გარდა ამ ჯგუფისა, ოჯახი მოიცავს ველურ კატებს, მათ შორის დიდ კატებსაც.

არსებული სახეობები მიეკუთვნებიან 2 ქვეოჯახს:
Pantherinaeვეფხვი (Panthera tigris),
ლომი (Panthera leo),
იაგუარი (Panthera onca),
ლეოპარდი (Panthera pardus);

და Felinae _ ავაზა (გეპარდი,Cheetah, Acinonyx jubatus),
პუმა (Cougar, Puma concolor),
ფოცხვერი(Lynx lynx),
ოცელოტი (Leopardus pardalis),
შინაური კატები (domestic cat).

პირველი კატები გამოჩნდნენ ოლიგოცენში (33.9მლნ. _ 23მლნ), 25 მილიონი წლის წინ. პრეისტორიულ დროში გამოიყოფოა მესამე ქვეოჯახი:  Machairodontinae, რომელიც მოიცავდა ხმალკბილა კატებს. მაგ: პოპულარულ სმილოდონს (Smilodon). დანარჩენი კატების მსგავსი ძუძუმწოვრები, მიუხედავად მათთან მსგავსებია, არ შედიან კატისებრთა ოხაჯში. მაგ: ჩანთოსანი ხმალკბილა Thylacosmilus და Nimravidae.

წაიკითხე სრულად