შესავალი წიგნისთვის: “გარეული ცხოველების ტრაგედია”

ავტორი: იგორ აკიმუშკინი

სჭირდება კი ამ წიგნს შესავალი? თვით სიცოცხლე, ყველაფერი, რასაც ჩვენ გაზეთებში, ჟურნალებსა და წიგნებში ვკითხულობთ ბუნებაზე, ცხოველებსა და ფრინველებზე, თევზებსა და ვეშაპებზე, ტყეებსა და მდინარეებზე, ნიადაგსა და მოსავალზე – ყველაფერი გამოდგება მის შესავლად!

ყველაფერი მოუწოდებს ადამიანის შეგნებას: სდექ!

დროა წესრიგი დავამყაროთ დედამიწაზე, დროა შევწყვიტოთ ველური ცხოველების უაზრო ჟლეტა, ტყეების კაფვა, მდინარეთა და ტბების დანაგვიანება და ამოშრობა. დღევანდელ დღეს ბუნების დაცვა აკადემიური თეორია კი არა, დედამიწაზე ყოველი შეგნებული არსების საჭირბოროტო აუცილებლობა და მოვალეობაა.

დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ოცნებობენ მოხვდნენ მთვარეზე, მაგრამ მთვარის პეიზაჟი არავის აძლევს ხელს ჩვენთან, დედამიწაზე. სწორედ ის დრო დადგა, როცა ადამიანმა შეიგნო, რომ აღარ შეიძლება ადრინდელივით ასე, იკონტროლოდ ვანადგუროთ ბუნებრივი რესურსები. ეს სამწუხარო ფინალამდე მიგვიყვანს. სულ უფრო მეტი და მეტი ენთუზიასტი ემატება იმათ რიგებს, ვინც გადაწყვიტა მოიგოს უზარმაზარი ომი – გადანგურებას გადაარჩინოს ბუნების სიმდიდრე.

წაიკითხე სრულად

ხელოვნების ფორმები ბუნებაში

ბუნება ყველაზე დიდი ხელოვანია. იგი ქმნის ცოცხალ ორგანიზმებს, ძერწავს მათ – ანიჭებს ფორმებსა და მექანიზმებს, რათა იარსებონ დროსა და სივრცეში. სიცოცხლის ფორმები გამაოგნებლად მრავალფეროვანია, რთული და მშვენიერია.
სიცოცხლე, როგორც ხელოვანი და ცოცხალი ორგანიზმები, როგორც ხელოვნების ნიმუშები – სწორედ ამ იდეას წარმოადგენს ეს ულამაზესი წიგნი.
გადაავლეთ თვალი და მერწმუნეთ, აუცილებლად მოგინდებათ იგი თქვენი სამაგიდო წიგნი გახდეს.

Ascidian (Ascidiae)

Kunstformen der Natur, ინგლისურად როგორც Art Forms in Nature წარმოადგენს ბიოლოგ ერნესტ ჰეკელის წიგნს. წიგნი პირველად გამოიცა 1904 წელს და იგი შეიცავდა 100მდე ნახატს, რომლებიც შესრულებული გალხდათ ავტორის მიერ. ნახატები წარმოადგენდნენ სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებისგანაც უმეტესობა ჰეკელის მიერ გახლდათ პირველად აღწერილი.

ჰეკელის მოსწავლის განმარტებით ნაშრომი არ გახლავთ მხოლოდ ილუსტრირებული წიგნი, არამედ წიგნი წარმოადგენს სამყაროს მისეული ხედვის შეჯამებას.
Kunstformen der Natur გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ადრეული წლების ხელოვნებაზე, არქიტექტურასა და დიზაინზე, ასევე წიგნს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “ხიდი” მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის.

წიგნის pdf ვერსია შეგიძლიათ გადმოწერეთ …აქ…
ნახატების სანახავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ლინკს..

Art Forms in Nature

მოამზადა ადმინმა.