გენები აქტიურები რჩებიან სიკვდილის შემდეგაც

სიკვდილი ნამდვილად ჩვენი არსებობის დასასრულია? მოაზროვნეები პლატონიდან Blue Öyster Cult-მდე ამ კითხვაზე პასუხებს გვთავაზობდნენ. ახლა კი, კვლევის მიხედვით სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ერთი ასპექტი გრძელდება: გენები აქტიურები რჩებიან ცხოველების სიკვდილის შემდეგ. მეცნიერებს სურთ გამოიყენონ ეს სიკვდილისშემდგომი აქტიურობა უფრო ზუსტი მეთოდის შექმნისთვის, რომელიც გამოყენებულ იქნება სიკვდილის დროის ზუსტი განსაზღვრისათვის და ასევე ახალი გზების ძიებისათვის, რომლებიც დაგვეხმარებიან ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანოების უკეთ შენხვაში.

სანამ იკითხავთ, მიკრობიოლოგი პიტერ ნოუბლი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და კოლეგები არ ცდილობდნენ აეხსნათ თუ როგორ მიჩანჩალებენ ზომბები და ჭამენ ტვინებს. მეცნიერებს სურდათ გამოეცადათ ახალი მეთოდი, რომელიც მათ შეიმუშავეს გენების აქტივობის გაზომვისათვის. 2 წლის წინ მათ გამოაქვეყნეს კვლევა სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხვადასხვა ორგანოებში მიკრობების სიმრავლის შესახებ. და მათ გადაწყვიტეს თავიანთი მეთოდი გამოეყენებინათ სიკვდილის შემდგომი ნიმუშებზე. “საინტერესოა თუ რა ხდება როდესაც მკვდარი ხარ”, ამბობს ნოუბლი.

“ჩვენ შესაძლოა მივიღოთ საკმაო ინფორმაცია სიცოცხლის შესახებ სიკვდილის შესწავლით”

წაიკითხე სრულად

Advertisements

ჩვენ უკვე შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენი დნმ-ის რედაქტირება. მაგრამ, მოდით ეს გავაკეთოთ ფრთხილად

გენეტიკოსი Jennifer Doudna გახლავთ გენების რედაქტირების ახალი ინოვაციური ტექნოლოგიის – CRISPR-Cas9 თანაგამომგონებელი. ეს მექანიზმი მეცნიერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ დნმ-მოლეკულის ზუსტი რედაქტირება და მან შესაძლოა მოახდინოს გენეტიკური დაავადებების მკურნალობა… მაგრამ ეს საშუალება ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ე.წ. “დაგეგმილი ბავშების” (designer babies) შექმნისათვის. მეცნიერი მიმოიხილავს თუ როგორ მუშაობს CRISPR-Cas9 სისტემა და მიმართავს სამეცნიერო საზოგადოებას, რომ შეჩერდნენ და განიხილონ ამ ახალ საშუალებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები.


რამოდენიმე წლის წინ ჩემს კოლეგასთან, Emmanuelle Charpentier-სთან ერთად მე გამოვიგონე ახალი ტექნოლოგია გენომების რედაქტირებისათვის. მას CRISPR-Cas9 ეწოდება. CRISPR ტექნოლოგია მეცნიერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ ცვლილებები უჯრედში არსებულ დნმ-ის მოლეკულაში და ასევე მოახდინონ გენეტიკური დაავადებების მკურნალობა.

თქვენთვის ალბათ საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რომ CRISPR ტექნოლოგია განვითარდა ფუნდამენტური კვლევის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა დაედგინა თუ როგორ ებრძვის ბაქტერია ვირუსულ ინფექციას. ბაქტერიებს უწევთ გაუმკლავდნენ ვირუსებს რომლებიც ბინადრობენ მათ გარემოში. მოდით წარმოვიდგინოთ ვირუსული ინფეცია როგორც ბომბი – ბაქტერიას აქვს მხოლოდ რამოდენიმე წუთი რათა მოახდინოს ამ ბომბის გაუნებელყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდება. ბაქტერიებს გააჩნიათ ადაპტური იმუნური სისტემა სახელად CRISPR, რომელიც საშუალებას აძლევს მათ აღმოაჩინონ ვირუსული დნმ და გაანადგურონ იგი.

წაიკითხე სრულად