პწკალის პერვერსია

პწკალი (tendril) მცოცავი მცენარის სპეციალიზებული ღერო, ფოთოლი ან ყუნწია, რომელსაც იგი მისამაგრებლად იყენებს. მათში მიმდინარეობს ფოტოსინთეზი. ხშირად ისინი განსაზღვრავენ ზრდის მიმართულებას, მაგალითად, აბრეშუმას (Cuscuta) სახეობებში.

პწკალის პერვერსია გეომეტრიული ფენომენია, რომელიც შეინიშნება სპირალურ სტრუქტურებში. მცენარის პწკალის სპირალური სტრუქტურა შუაში არსებული გარდამავალი სტრუქტურით იყოფა ორ, საწინააღმდეგო ქირალური სმეტრიის სპირალებად. მსგავსი ფენომენი შეიძლება შევამჩნიოთ ტელეფონის კაბელებშიც.

A telephone handset cord exhibiting tendril perversion               Cucurbita pepo exhibiting tendril perversion

ფენომენის შესახებ ცარლზ დარვინისთვისაც იყო ცნობილი, რომელიმაც თავის წიგნში “მცოცავი მცენარეების მოძრაობისა და ჩვევების შესახებ” 1865 წელს დაწერა:

პწკალი… ყოველთვის იგრიხება ერთ მხარეს ერთი მიმართულებით და მეორე მხარეს საწინააღმდეგო მიმართულებით… ეს უცნაური და სიმეტრიული სტრუქტურა რამდენიმე ბოტანიკოსის მიერ შემჩნეული კი გახლავთ, მაგრამ ჯერ კიდევ საკმარისად ახსნილი არ არის.

Charles Darwin, “On the movements and habits of climbing plants”, Journal of the Linnean Society, 1865

პწკალის პერვერსიას შეგვიძლია შევხედოთ როგორც სიმეტრიის სპონტანური დარღვევის მაგალითს, როდესაც პწკალის დაჭიმული (დაძაბული, strained) სტრუქტურა იღებს მინიმალური ენერგიის კონფიგურაციას.

Tendril perversion upon release and the new type of perversions, obtained with gift ribbons.                       
(სულ ბოლო ფოტო გადავუღე მცენარე ჩაიოტას. ფოტოზე კარგად ჩანს პწკალის სპირალალის ერთი მიმართულებიდან საპირისპიროში გადასვლა)

ვიკიპედიის მიხედვით.

Advertisements